logo_geo
საბედისწერო ხელის თხოვნა - პატარძალი 192-მეტრიანი კლდიდან გადავარდა
- +

2 იანვარი. 2021. 23:04

 

 

ავსტრიაში ქალი 192 მეტრიანი კლდიდან გადმოვარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შეყვარებულმა ხელი სთხოვა.

 

შეყვარებულმა წყვილმა ხელის თხოვნის პროცესიის უჩვეულოდ გატარება გადაწყვიტა ფალკერტის მთაში, ავსტრიაში, თუმცა მათი რომანტიკული გარემო მას შემდეგ „დაირღვა“, რაც 32 წლის ქალს ციცაბო რელიეფზე ფეხი აუსხლტა და კლდიდან გადავარდა.

 

ქალი სიკვდილისგან თოვლის სქელმა საფარმა იხსნა, რომელშიც იგი ჩაეფლო გადავარდნის შემდეგ. სწორედ იმ დროს, როდესაც იგი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებდა, მისმა საქმრომ სცადა, დაეჭირა და გადავარდნისგან ეხსნა, თუმცა ვერც მან შეიკავა თავი და კლდის მწვერვალიდან 15 მეტრის სიღრმეში გადაეშვა.

 

მაშველთა განცხადებით, შეყვარებული წყვილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილა.

 

ქალს ვერტმფრენით საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ხერხემლს მოტეხილობა დაუდგინეს.

 

წყარო: www.mirror.co.uk

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი