logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: ამაყი ვიყავი, რომ დამსმენად არ ჩამოვყალიბდი!
- +

10 აპრილი. 2017. 02:26


 

„ბაღის წლები, სამწუხაროდ, ბუნდოვნად მახსოვს, სამაგიეროდ არასოდეს დამავიწყდება სკოლა, რომლის განსაკუთრებული სიყვარულიც არასოდეს მქონია. მართალია, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ თავიდანვე რევოლუციური ბუნების მოზარდი ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო  და  განათლების  სისტემასაც ბევრი სიმახინჯე ჰქონდა, რასაც თავიდანვე ვერ შევეგუე."-იხსენებს ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„ერთი ისტორია დამამახსოვრდა, როდესაც სკოლაში რაზმის საბჭოს თავმჯდომარედ და ყაირათიანთა წევრად ამირჩიეს, დამავალეს, სკოლაში სია მეწარმოებინა, სადაც წესრიგის დამრღვევი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას შევკრებდი და მას პიონერთა საბჭოს წარვუდგენდი. პატარა ვიყავი და გავიაზრე, რომ ეს იყო დასმენა და უარი ვთქვი, რის გამოც პიონერთა ხელმძღვანელმა სახალხოდ დამიხია წითელი ყელსახვევი. ეს დიდ შეურაცხყოფად მივიღე, მაგრამ უკან არ დავიხიე. მერე ეს სიტუაცია ჩემმა სამართლიანმა ბაბუამ გამოასწორა, გვარიანად შეუკურთხა სკოლის კომუნისტურ ელიტას", მე კი  ჩემს პატარა მაგალითზე მთელი არსით საბოლოოდ გავიაზრე საბჭოთა წყობილების ყველა სიმახინჯე  და ბოლომდე ამაყი ვიყავი, რომ დამსმენად არ ჩამოვყალიბდი. სხვათა შორის, როცა საბჭოთა სისტემა შეიცვალა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სკოლის მეხუთე სართულის აივნიდან წითელი ყელსახვევი მოვისროლე - დღესაც თვალნათლივ მახსოვს შთამბეჭდავი კადრი - შენობის სხვადასხვა სართულებიდან მოსწავლეების მიერ გადმოყრილი ალისფერი ნაჭრები, მიწა წითლად რომ დაფარეს."

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6465

 

big_banner
არქივი