-
+
22 იანვარი. 2021. 11:02
ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 737-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 022 მოქალაქე.