logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: ისნიდან მარჯანიშვილამდე ფეხით არაერთხელ წავსულვარ სასწავლებელში...
- +

10 აპრილი. 2017. 02:36


 

ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი, „ქართულ აზრთან" საუბრისას  სტუდენტობის წლებს ასე იხსენებს.


„ჯერ იყო პლეხანოვი" და დაუვიწყარი  ლიცეუმი, სადაც საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასიდან მოვხვდი. ჟურნალისტიკის სპეციალობას ვეუფლებოდით. ეს მართლაც დასამახსოვრებელი წლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მშობლებს კატეგორიულად არ მოსწონდათ ჩემი არჩეული პროფესია, მე-18 სკოლა-ლიცეუმში მაინც ჩავაბარე.  არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა - გია მურღულია, თამუნა მეიფარიანი, თეონა გოგოლაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი... ისინი სულ სხვა რაღაცას გვასწავლიდნენ, იმას, რასაც ჩვეულებრივ სასწავლო დაწესებულებებში ვერ ნახავდი - თავისუფალ აზროვნებას. შემეძლო, შუშანიკის წამება", რომელიც რატომღაც მაშინდელი მოზარდებისთვის ნამდვილი წამება იყო (დღეს სხვაგვარად ვფიქრობ), ჩვენებურად შეგვეფასებინა, გაგვეკრიტიკებინა კიდეც, ოღონდ დასაბუთებულად...


ურთიერთობებიც ფანტასტიკური გვქონდა - ერთ ოჯახად შეკრული კლასი, თავისი კლასიკური" შატალოებით და ათასი ბავშვური თავგადასავლით... სწორედ ლიცეუმის პუბლიცისტიკის პედაგოგის - თამარ შაიშმელაშვილის წყალობით, პირველად, 15 წლის ასაკში მოვხვდი გაზეთ თბილისის" რედაქციაში... თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი, თამარმაც მირჩია, სტაჟირება მის რედაქციაში გამევლო და მეც - ზებედნიერი დავთანხმდი.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სტატია 1993 წელს,  1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გავაშუქე - როდესაც ჩემი ინფორმაცია ბეჭდური გამოცემის ფურცლებზე დავინახე, თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა! ეს ემოცია დღემდე დაუვიწყარია!

 

მაშინ რთული დრო იყო, ყველას უჭირდა... ეს იყო 1993 წელი - მეტროს მატარებელი რომ გვირაბებში ჩერდებოდა, გზის ფულს რომ ვთხოვდით მეგობრები ერთმანეთს, ნათხოვარი ტანსაცმლით დავდიოდით,  წითელი ნავთქურებით ვთბებოდით და სიგუას ხაჭაპურებით" გაგვქონდა თავი...

 

ისნიდან მარჯანიშვილამდე ფეხით არაერთხელ წავსულვარ სასწავლებელში, მერე -რედაქციაში და ასე მთელ ქალაქს ვუვლიდი წრეებს. არ გვქონდა განათლების სრულყოფილად მიღების შესაძლებლობაც.  მახსოვსხშირად შეროზიას ქუჩაზე  სამკითხველო დარბაზს ვსტუმრობდი, რომ ძველი პრესიდან ამომეკითხა საქართველოს უახლესი ისტორია, მეტი გამეგო, ვთქვათ, ეროვნული მოძრაობის თუ იმდროინდელი პოლიტიკური პროცესების შესახებ.


სად იყო მაშინ ან კომპიუტერი, ან მობილური ტელეფონები, ან ის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც დღეს, თანამედროვე დროში გვაქვს - სამაგიეროდ გვქონდა ნამდვილი და ჯანმრთელი ადამიანური ურთიერთობები!

 

ლიცეუმში 3 წელი ვისწავლე და როდესაც გეპეიში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება  უკვე მქონდა - ფაქტობრივად, სტუდენტობა არ მიგრვძნია, იმიტომ რომ დაუღალავად და  ბევრგან ვმუშაობდი."


 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6465

 

big_banner
არქივი