logo_geo
ქეთი ხოსიტაშვლი: მე ბოლომდე მათი და მათთან ვარ!
- +

10 აპრილი. 2017. 03:39


 

„ჩემი ოჯახი ჩემი ულამაზესი, ოქროსქოჩრიანი ელე და ლუკაა.  ელე  ახლა 8 წლის არის და 4 წლიდან ხელოვნებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. ხატავს, მუშაობს თექაზე, ქანდაკებაზეიუმორის საოცარი გრძნობა და დაუოკებელი სურვილი აქვს, გამათხოვოს."-ამბობს ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი.


„ლუკა 6 წლის არის და დარწმუნებულია, რომ პროფესიონალი მოცურავე გამოვა, ოქროს მედალსაც მიიღებს და გოგოების გულსაც დაიპყრობს. უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა.
ელე ხშირად  მსაყვედურობს რთული გრაფიკის გამო და დარწმუნებულია, იმავე წესით არასოდეს იცხოვრებს.  ამბობს, რომ როცა გაიზრდება, ათი შვილი ეყოლება, მხოლოდ ერთი მამისგან და მე თუ არ გავთხოვდები, ის მაინც მოძებნის ისეთ ქმარს, ვინც მას კარიერაში მიეხმარება და რაც მთავარიათვითონ იმუშავებს, იქნება წარმატებული ადამიანი. არ ვიცი, ვინ ასწავლა, სად მოისმინა, მაგრამ ელე დარწმუნებულია, რომ ოჯახში კაცი მთავარია" და ის უნდა შრომობდეს ბევრს, დედამ კი შვილებს მეტი დრო დაუთმოს.
არ გამოდის მთლად ისე, ელეს რომ უნდა, მაგრამ  ვიცი, რომ ჩემი შვილებისთვის დღეს მაქსიმუმს ვაკეთებ. მარტივი არ არის, მარტომ გაზარდო 2 შვილი, მისცე სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

 

ვიცი, რომ ბევრი მშობელი დღეს  დიასახლისიადილიდან საღამომდე უვლის შვილებს, დაკავებულია სახლის საქმეებით, ფიზიკურად შრომობს, მაგრამ შვილებთან კონტაქტი არ აქვს. მე ეს შემთხვევა არ ვარ.  იმ მცირე დროშიც კი, როცა სახლში ვარ,  შვილებს მაქსიმალურად ბევრს ველაპარაკები და როცა მათთან ვარჩემთვის არ არსებობს არც სამსახური და არც სასწრაფო ზარი ტელეფონზე... მე ბოლომდე მათი და მათთან ვარ! ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ახლახან ახალი სახლი შევიძინე და ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად გადავეცი, უზომოდ ბედნიერები არიან. თუმცა,
რომ არა დედაჩემი, ბავშვებს მარტო ვერ გავზრდიდი. მიუხედავად იმისა, რომ  ახლა ცალკე ვცხოვრობთ, დედა თავიდან ბოლომდე, დილიდან საღამომდე მათი აღზრდის პროცესით არის დაკავებული. საერთოდაც მგონია, რომ დედაჩემი გმირიაჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში  გვერდში მიდგას და  სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!"

 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6465

 

 

 

 

 

big_banner
არქივი