logo_geo
28 იანვარს წლის პირველი სავსემთავრეობაა - რას უნდა ველოდეთ და ვისზე იმოქმედებს
- +

27 იანვარი. 2021. 13:55

 

 

ხვალ, 28 იანვარს, ახალი 2021 წლის პირველი სავსემთვარეობაა, მზე 23:16 საათზე ლომის ზოდიაქოში გადადის. ახლა მზე მერწყულის ზოდიაქოში იმყოფება და იქ დარჩება 18 თებერვლამდე.

 

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად - ვინც დაიბადა 30 ივლისიდან 5 აგვისტოს შუალედში, 27 მარტიდან 2 აპრილის შუალედში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში და ისინი, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 27 იანვრიდან - 2 თებერვლამდე. 27 აპრლიდან 2 მაისამდე და 30 ოქტომბრიდან 5 სექტემბრამდე.

 

გაეცანით პროგნოზს თქვენი ნიშნის გათვალისწინებით, რათა უკეთ მართოთ საკუთარი თავი და საქმეები.

 

ლომი სავსე მთვარეობის მოლოდინშია და ძლიერ პოზიციას იკავებს. ვინაიდან ზოგადად ლომი ლიდერი, გულუხვი და ტალანტი ნიშანია. მუდმივად არის ყურადღების ცენტრში.

 

სავსემთავრეობის დროს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება ლომი-მერწყულის ღერძზე და მთავარია, დავიცვათ ბალანსი შემდეგ სფეროებში: ეგოიზმი და ალტრუიზმი; ინდივიდუალურობა და უნიკალურობა; ადამიანი და კოსმოსი; ლიდერი და გუნდი; სიყვარული და თავისუფლება, პიროვნება და კოლექტივი და ა.შ. ადამიანებში გამოვლინდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა: თვითრეალიზაცია, შემოქმედება, მეგობრულობა, ბავშვურობა.

 

როგორც ასტროლოგები გვირჩევენ, აუცილებელია, სავსემთვარეობას ვაკონტროლოთ ემოციები, ასევე მათი რჩევებით კარგია ვიზრუნოთ ბავშვებზე.

 

სავსემთვარეობაზე გარდა იმისა, რომ ემოციურობა მომატებულია, რამდენიმე პლანეტა ცუდად უპირისპირდება ერთმანეთს. პირველ რიგში აგრესიული მარსი, რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, 20 იანვარს იგი თავისუფლებისა და ორიგინალურობის პლანეტა ურანს შეუერთდა, 29-ში კი ლილიტს (შიშები და ცდუნებები) შეხვდება. ვისაც კუროს, ლომის, მორიელის ან მერწყულის ნიშნების 8 ან 10 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი.

 

სავსემთვარეობისას ცუდად უპირისპირდებიან გაერთიანებული ლილიტი, მარსი და ურანი. ურანი მუდამ მოწადინებულია, ბუნტისთავმა და რეფორმატორმა, დაანგრიოს ყველაფერი ძველი და ააშენოს ახალი. მარსის მხარდაჭერით, ძალიან საშიში ხდება, ანარქიულიც კი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სავსემთვარეობის პერიოდში და პლუს-მინუს 2 დღე, მწყობრიდან გამოვა ელექტროობა, აირევა სოციალური ქსელების მუშაობა, მოხდება ტექნოლოგიური დარღვევები და კატასტროფებიც კი.

 

მარსისა და ურანის თავაშვებულობას კი მხარს უჭერს ლილიტი, რომელიც უკონტროლებელ ძალას ანიჭებს ორივეს. თქვენც გექნებათ ყველაფრის განადგურების, თავისუფლების მოპოვების, რეფორმებისა და რევოლუციის მოწყობის სურვილი და თქვენს გარშემო მყოფებსაც.

 

ასევე გახსოვდეთ, რომ მაქსიმალურ დაკვირვებას ითხოვს ფინანსური საკითხები. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა სავსემთვარეობის შემდეგ, უმჯობესია, თებერვლის დასაწყისში გადაიტანოთ.

 

კიდევ ერთი გაფრთხილება, სავსემთვარეობის პერდიოდში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ სითხეებთან, ალკოჰოლთან, მედიკამენტებთან, ნარკოტიკებთან, ინფექციებთან და ვირუსებთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი