logo_geo
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ „2030“-ის ყოფილი წამყვანი მაკა ცინცაძე დაასაქმა
- +

11 აპრილი. 2017. 20:50



GDS-ის საინფორმაციო გადაცემის „2030"-ის ყოფილი წამყვანი, მაკა ცინცაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადავიდა. ამის შესახებ „ნეტგაზეთს" საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განუცხადა.


გიორგი გვიმრაძის თქმით, ზუსტად არაა გადაწყვეტილი, რა გადაცემას წაიყვანს მაკა ცინცაძე.


„არ იგეგმება, რომ მაკა ცინცაძემ მოამბე წაიყვანოს. ზუსტად რა იგეგმება, ამაზე ლაპარაკს ჯერ არ ვგეგმავთ. მოვა ამაზე ლაპარაკის დრო," - აღნიშნა გვიმრაძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი