logo_geo
დავით ნარმანია: ე.წ. ელიავას ბაზრობა შესაძლოა რეკრეაციულ ზონად გადაკეთდეს
- +

11 აპრილი. 2017. 22:22



დედაქალაქის მერის დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა შესაძლოა რეკრეაციულ ზონად გადაკეთდეს. ნარმანიას თქმით, ჯგუფი რომელიც დედაქალაქის განაშენიანების გეგმაზე მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო წინადადება აქვს, რომელიც აუცილებლად განიხილება.



„დედაქალაქის განაშენიანების გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია ელიავას ტერიტორიის რეკრეაციულ ტერიტორიად გადაკეთებასთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური ანგარიში, კონკრეტული მოსაზრებები, ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე საინტერესო მაგალითებია მოყვანილი. ეს საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ განხილვას. ვფიქრობთ, ჩვენ უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, რაც ერთის მხრივ არც ბიზნეს დააზარალებს, და მეორეს მხრივ საზოგადოებრივ საჭიროებებზე და ინტერესებზე იქნება მორგებული", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.





 

big_banner
არქივი