logo_geo
ჰაიტის პრეზიდენტი, რევოლუციონერი და „სიკვდილის არმიის“ წინამძღოლი ფრანსუა დიუვალიე
- +

12 თებერვალი. 2021. 21:10

 

 

სამყაროში ბევრი ფსიქოპათია, რომელიც შესაძლოა ცხოვრების გზაზე ნებისმიერ დროს გადაგვაწყდეს, მაგრამ არსებობს გაცილებით უარესი სიტუაციები, მაგალითად, თუკი მანიაკი ხელისუფლებაში მოდის და მთელი ერის სადარდებელი ხდება. ერთ-ერთი ასეთი უარყოფითი პერსონაჟი ფრანსუა დიუვალეა, რომელიც ჰაიტის 1957-1971 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს პერიოდი საშინელი გამოდგა ისედაც გაჭირვებული სახელმწიფოსთვის.

 

ფრანსუა დიუვალიეს კარიერა საკმაოდ ღირსეულად დაიწყო. სამედიცინო განათლების მქონემ ბევრი შრომა შეალია ჯანდაცვის სფეროს. პოლიტიკაში რომ არ წასულიყო, შეიძლებოდა დიუვალიეს თბილი მოგონებები დაეტოვებინა მომავალი თაობებისთვის.

 

საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი, ფრანსუა დიუვალიე შრომის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად. ეს ჰაიტის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, დიუმარსე ესტიმეს დროს ხდებოდა. ესტიმეს მმართველობიდან ჩამოშორების შემდეგ დიუვალიე  ხელისუფლებას ემალებოდა, ხოლო 1956 წელს, როდესაც ესტიმეს მომხრეებზე ე.წ. ნადირობა შეწყდა, დიუვალიემ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილება.

 

ეს არჩევნები მან წააგო, მაგრამ არ დანებებულა. 1956 წელს ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიში აფეთქებები ხდებოდა, რომელიც კლავდა და ასახიჩრებდა მოსახლეობას. აღნიშნულს დიუვალიეს მომხრეები ჩადიოდნენ. ამით ისინი პანიკას თესდნენ მოსახლეობაში და საფუძველს ამზადებდნენ მმართველობის ხელში ჩასაგდებად. მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და მიიმალა. ეს დიუვალიესთვის ბევრს ნიშნავდა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ შესაძლოა, ამჯერადაც ვერ მოეგო არჩევნები, ამიტომ მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის კანდიდატს, დანიელ ფინიოლეს მოელაპარაკა და კოალიციაში შესვლა შესთავაზა. ერთობლივი ძალებით, ფინიოლე პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ამ თანამდებობას ის მხოლოდ 19 დღე იკავებდა. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე, დიუვალიეს მარჯვენა ხელმა ფინიოლე დააკავა.

 

მას შემდეგ ქალაქში კვლავ არეულობა დაიწყო, რომელიც დიუვალიეს მარჯვენა ხელმა წარმატებთ ჩაახშო.

 

იმ დროს, სულ მცირე, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დახვრეტების დემონსტრირება არ ხდებოდა, არ არსებობდნენ დაჭრილები – მათ, უბრალოდ, გვამებთან ერთად სატვირთო მანქანაზე ტვირთავდნენ და ცოცხლად მარხავდნენ ჯუნგლებში. როდესაც სახალხო ვნებათაღელვა ჩაცხრა, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა, რომელიც 1957 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა. პროცესი ამომრჩეველთა რეგისტრაციის და ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტი ფრანსუა დიუვალიე გახდა, ხოლო პარლამენტი მისი ყველაზე ერთგული მომხრეებით დაკომპლექტდა.

 

 

ახალმა პრეზიდენტმა ჰაიტელებს სრული ჯოჯოხეთი აჩუქა. ის თვლიდა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად წელიწადში, სულ მცირე, 500 ადამიანის სიკვდილით დასჯა იყო საჭირო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის აჭარბებდა „წლიურ გეგმას“. ახალი პრეზიდენტის გვარდიის მიერ გატარებულ რეპრესიებს არავინ აკონტროლებდა. მათ მალე „სიკვდილის არმია“ (იგივე „ტონტონ-მაკუტი“)შეარქვეს.

 

დიუვალიეს გვარდიის მუშაობა ძალიან პრიმიტიული იყო – ადამიანს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ, რის შემდეგაც მასთან აგზავნიდნენ „ტონტონ-მაკუტს“. მსხვერპლს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ქვებიან ტომარაში აგდებდნენ და კლავდნენ, მთელი მისი ქონება კი, გვარდიას მიჰქონდა.

 

ჰაიტიზე ყოველთვის სჯეროდათ იმქვეყნიური ძალების და პოპულარული იყო ვუდუს კულტიც. დიუვალიეს ხელქვეითები აქტიურად იყენებდნენ ამას – ისინი მუქ სათვალეებს, თეთრ პერანგებსა და შავ შარვალს ატარებდნენ, რაც მათ „ბარონ შაბათის“ მსგავსს ხდიდა – ვუდუს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ღვთაებისა, რომელიც სიკვდილის ღმერთად მიიჩნეოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი