logo_geo
რა მოუვა ერთჯერად პირბადეს, თუკი მას 5 წუთით ადუღებულ წყალში გავაჩერებთ და შემდეგ გავაუთოებთ?
- +

13 თებერვალი. 2021. 21:39

 

 

კოვიდპანდემიის დაწყებიდან პირბადე ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. მის გარეშე ვერსად მივდივართ – მაღაზია, აფთიაქი, ყველგან ამკრძალავი ნიშნებია: „პირბადის გარეშე არ შემოხვიდეთ!“. საქმე იმაშია, რომ ყველას არ შეუძლია შეიძინოს ბევრი ნიღაბი და ცვალოს იგი მოხმარებიდან 2 საათში. კითხვა, თუ როგორ გავრეცხოთ ჩვენი ნიღაბი, დღეს ძალიან აქტუალურია.

 

დღეს, მოგიყვებით ერთ-ერთი ცდის შესახებ, რომელიც ჩვენთვის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.

 

როგორ გავრეცხოთ პირბადე?

 

არსებობს მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები. მრავალჯერად ნიღაბს იმიტომაც ჰქვია მრავალჯერადი, რომ მათ გამოყენება ყოველდღე შეიძლება იმ პირობით, რომ ისინი სუფთაა. მათი გარეცხვა ძალიან მარტივია, ჯერ საპნიან წყალში შემდეგ კი, საჭიროა ცხელი უთო ორთქლის რეჟიმით.

 

რაც შეეხება ერთჯერად პირბადეს, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უსახსრობიდან გამომდინარე მათი მრავალჯერადი გამოყენებაც შესაძლებელია.

 

ექსპერიმენტი ახალგაზრდა რუსმა ცოლ-ქმარმა ჩაატარა. მათ აიღეს ძველი ქვაბი, აავსეს წყლით და აადუღეს, შემდეგ ჩაყარეს ნახმარი ერთჯერადი სამედიცინო პირბადეები, დაუმატეს თხევადი საპონი და 5 წუთი ადუღეს.

 

ხუთწუთიანი დუღილის შემდეგ ამოიღეს პირბადეები და მზეზე გაფინეს გასაშრობად. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ ფერი და ფორმა არ დაუკარგავთ. ამ ეტაპზე შესაძლოა ითქვას, რომ ყველაფერი რიგზე, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შედეგია.

 

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ერთჯერადი პირბადეები გათვალისწინებულია ორსაათიანი მოხმარებისთვის, ვინაიდან ვირუსისგან დამცავი ფენა მხოლოდ 2 საათს ძლებს. შემდეგ ის სველდება და არ მოქმედებს, აქედან გამომდინარე ვირუსები ადვილად აღწევენ ბოჭკოებს შორის.

 

ახლა წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა დამცავ ფენას დუღილის და გაუთოვების შემდეგ?

 

რაც შეეხება უთოს, გამშრალი პირბადე ექპერიმენტის ფარგლებში უნდა გაეუთავებინათ, როგორც კი, გაცხელებული უთო პირბადეს მიადეს ის გალღვა და უთოს ზედაპირს მიეკრო. აზრი არ ჰქონდა დაფენილი ექნებოდა თუ არა ნაჭერი ან ქაღალდი, ის ასეთ მაღალ ტემპერატურას მაინც ვერ უძლებს.

 

აი რას ამბობს ამის შესახებ „ჯანმო“ :

 

„თუკი მოვიხმართ დამცავ ერთჯერად საშუალებებს მათი განმეორებით ექსპლუატაცია გამორიცხულია. ნაჭრის პირბადის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მისი სათანადოდ გარეცხვა ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით, წყლის ნორმალურ ტემპერატურაზე.

 

ერთჯერადი სამედიცინო პირბადეები არ არის გათვალისწინებული მეორეულ გამოყენებაზე. ყოველდღიური მოხმარების პირობებში, ნახმარი პირბადე აუცილებლად უნდა მოთავსდეს ერთჯერად ცელოფანში, ჰერმეტულად შეიკრას და ისე გადავაგდოთ ნაგვის ურნაში.“

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი