logo_geo
ბიძინა ივანიშვილი გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა
- +

12 აპრილი. 2017. 21:07



მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. ექს-პრემიერმა მსახიობის სახლი კომენტარის გარეშე დატოვა.


დღეს 17.00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები და რიგითი მოქალაქეები.


მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. გარდაცვლილს ხვალ დილით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.



 

big_banner
არქივი