logo_geo
იპოლიტე ხვიჩიას და ეროსი მანჯგალაძის სასაცილო შემთხვევა
- +

20 თებერვალი. 2021. 22:34

 

 

ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტე ხვიჩიამ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს – “სულ ესაა, ამაზე დამიძახე?”

შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. “ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ “შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს “სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:

– ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი! (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი