logo_geo
საოცრად ფერადი ბლინები ბუნებრივი საღებავებით
- +

21 თებერვალი. 2021. 21:31

 

 

საჭირო პროდუქტები:

 

რძე- 400 მლ.;

 

მდუღარე წყალი - 400 მლ.;

 

კვერცხი - 4 ცალი;

 

მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი + ტაფისათვის;

 

ხორბლის ფქვილი - 320 გრამი;

 

შაქარი - 1 სუფრის კოვზი;

 

მარილი - 1 ჩაის კოვზი;

 

კარაქი - ბლინების წასასმელად;

 

პატარა ზომის მოხარშული ჭარხალი - 1ც.;

 

სტაფილო - 1ცალი;

 

ისპანახი - 1 შეკვრა;

 

 

 

მომზადება:

 

ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი.

 

ჩაასხით რძე და ისევ ათქვიფეთ.

 

ჩაყარეთ ფქვილი და ისევ აურიეთ კარგად.

 

ცხელი წყალი ჩაასხით მასაში და სწრაფად ურიეთ.

 

დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ათქვიფეთ და ცომს აცალეთ 10 წუთის განმავლობაში.

 

მოვამზადოთ ნატურალური, ბუნებრივი საღებავები: მოხარშული ჭარხალი გახეხეთ, გამოაცალკევეთ წვენი. მიიღებთ ვარდისფერ საღებავს.

 

სტაფილო გახეხეთ და წვენისაგან მიიღებთ ფორთოხლისფერ საღებავს.

 

ბლენდერში დააქუცმაცეთ ისპანახი, 3 სუფრის კოვზი წყლის დამატებით. საცრის გამოყენებით გამოწურეთ სუფთა წვენი და მიიღებთ მწვანე საღებავს.

 

ბლინების ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად და თითოეულს ჩაამატეთ დაახლოებით 50 მლ. საღებავი, კარგად ათქვიფეთ.

 

ტაფა კარგად გააცხელეთ, ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით კიდეებზე, დაასხით ბლინის ცომი ტაფაზე და გამოაცხვეთ თხელი ბლინები ნელ ცეცხლზე ორივე მხარეს.

 

მზა ვარდისფერ, მწვანე და ფორთოხლისფერ ბლინებს წაუსვით ცოტა კარაქი. ასევე, შეგიძლიათ, გააფორმოთ ნებისმიერი გულსართით, ან სოუსით. მათ არ აქვთ შემაწუხებელი სტაფილოს, ჭარხლისა და ისპანახის გემო. იღებთ ძალიან ლამაზ და გემრიელ ბლინებს.

 

ყველა ბლინი კაშკაშა და ნატურალურია. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი