logo_geo
2021 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს
- +

1 მარტი. 2021. 15:48

 

თორნიკე ყიფიანი 2021 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს სიმღერით „You“ წარადგენს. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

 

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს. სიმღერის პრემიერა მარტში გაიმართება.

 

წლევანდელ მასშტაბურ კონკურსს როტერდამი 18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს. ქართველი მონაწილე 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი