logo_geo
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული კერძი სუპ-ხარჩო მოხვდა
- +

3 მარტი. 2021. 11:54

 

CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებს შორის ქართული „ხარჩო“ მოხვდა. გამოცემის სიაშია უკრაინული ბორში, ვიეტნამური ფო, ტაილანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო.

 

„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს.

 

ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგოზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძისგან, ქონდარისგან, ულუმბოსგან, შავი პილპილისგან და სხვა ინგრედიენტებისგან“, - წერს CNN ქართულ კერძზე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი