logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში
- +

4 მარტი. 2021. 12:11

 

მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„ცხადია, ლარის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს წინა მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს ათწლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 აშშ მილიონი დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა იყო 2021 წლის აპრილი. სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევროფონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭირო არის ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევროფონდის გამოშვებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე გაცემული აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

big_banner
არქივი