logo_geo
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა
- +

13 აპრილი. 2017. 21:04


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,   გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მაღალი ტემპერატურისა და წვიმის   გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის   ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას     იკრძალება მათი გაჩერება.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.



 

big_banner
არქივი