logo_geo
ილია მეორე: 60 წლის წინ, ამ დღეს, უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ დიაკონად მაკურთხა
- +

13 აპრილი. 2017. 21:43



ყოვლადწმიდა სამების სკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საზეიმო ლიტურგია ჩაატარა.


„წმიდა ზიარება მიიღო იუდა ისკარიოტელმა. წმინდა მამაოები ამბობენ, როდესაც მან მიიღი წმინდა ზიარება და მადლობა არ შესწირა უფალს, მადლობა რომ შეეწირა ღმერთი აღარ დაუშვებდა ღალატს", - ბრძანა პატრიარქმა.


ქადაგების დროს ილია მეორემ გაიხსენა და განაცხადა, რომ „60 წლის წინ, ამ დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მე-3-მ მაკურთხა მე დიაკონის ხარისხში".






 

right_banner big_banner
არქივი