logo_geo
შინაგან საქმეთა მინისტრის მოულოდნელი სიურპრიზი!
- +

13 აპრილი. 2017. 22:55



ტელეკომპანია Palitranews-ის გადაცემა „თავისუფალ თემაში" გასულ სიუჟეტს, სადაც ნახუცრიშვილების ოჯახის გასაჭირზე იყო საუბარი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც სიუჯეტიდან ირკვევა, 39 წლის ლალი ნახუცრიშვილი 2 წელია საწოლს არის მიჯაჭვული. როცა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს მეხუთე შვილის, დემეტრეს მოლოდინში იყო. მას მელანომა - კანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მშობიარობიდან ერთ თვეში ოპერაცია დაინიშნა. ზურგიდან გაღიზიანებული ხალი ამოკვეთეს. მორიგი კონსულტაციისას გაირკვა, რომ დაავადება პროგრესირებადი იყო. პაციენტს 6 თვიანი ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. ამის შესაძლებლობა კი ოჯახს არ აქვს. მათი ყოველთვიური შემოსავალი, სოციალური დახმარება 400 ლარია, რომელიც ისევ მედიკამენტებში იხარჯება.


სიუჟეტის გავრცელების შემდეგ ნახუცრიშვილების ოჯახს უამრავი ადამიანი დაეხმარა. თუმცა ყველაზე მოულოდნელი  მათთვის შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა გიორგი მღებრიშვილი ნახუცრიშვილების ოჯახში 13 აპრილს ჩავიდა.


მას შემდეგ რაც Palitranews-ზე ჩემი მეუღლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენი ოჯახის გასაჭირი და გულისტკივილი ბევრმა ადამიანმა მიიტანა გულთან და დაგვეხმარა. დღეს დაახლოებით ორ საათზე, ეზოსთან უცხო ავტომობილი მოვიდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დავინახე გამიკვირდა. ბატონ გიორგის ჩემს სახლში ნამდვილად არ ველოდი. დავიბენი, ზუსტად მაგ დროს ქალაქში მოვდიოდი, ჩემი მეუღლისთვის წამალი უნდა მეყიდა. ამიტომ მინისტრს სათანადოდ ვერ გავუმასპინძლდი. შემდეგ დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მითხრა, რომ ბატონმა გიორგიმ პროდუქტები ჩამოგვიტანა და მისი ერთი თვის ხელფასი გადმოგვა საჩუქრადო. ზუსტად რა თანხაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ყველანაირი ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ფულადი დახმარება. ბატონი გიორგი მომავალშიც შეგვპირდა დახმარებას და სამხარეო პოლიციის უფროსსაც დაავალა ყურადღება მოგვაქციოს. მადლობის მეტი მისთვის არაფერი მეთქმის, ეს ბედნიერი დღესასწაული გაგვიფერადა" - განუცხადა Ambebi.ge-ლალი ნახუცრიშვილის მეუღლემ შალვა ნახუცრიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი