logo_geo
გიორგი ღოღობერიძე: იწვევს თუ არა მარილიანი საკვები კენჭების გაჩენას
- +

8 მარტი. 2021. 01:11

 

რომელი მარილიანი საკვების მიღება არ ღირს, თუ უკვე გაწუხებთ კენჭები და თუ მაინც მიირთმევთ, მაშინ რა შეგიძლია მიაყოლოთ, რომ კენჭების რისკი დაიყვანო ნულზე – ყველაფერ ამაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს:

 

 

 

„თირკმელში არსებობს შემდეგი სახის კენჭები: კალციუმის, სტრევიტული, ურატული, ცისტინის. როცა ადამიანი მარილიან საჭმელს ჭამს, მას შეიძლება კენჭები გაუჩნდეს. როცა ჩვენ მარილიან საჭმელს ვჭამთ, სისხლში მარილის შემცველობა იზრდება, მაღალია ნატრიუმის ქლორიდი. ნატრიუმის მოშორება კი ძალიან ძნელია.

 

 

 

ამის მოსაშორებლად კალციუმია საჭირო – სწორედ ამიტომ, ყველაზე გავრცელებული ფორმა კენჭების არის კალციუმი. ცალკე აღებული კალციუმი კენჭებს არ იწვევს, ამიტომ ის ოქსალატს უნდა მიუერთდეს. თუ შარდში იქნება ოქსალატი, მაშინ კენჭი ჩამოყალიბდება. ოქსალატს კი 7 საკვები შეიცავს:

 

ისპანახი

 

ნუში

 

შოკოლადი/კაკაო

 

ფრი (ფრანული)

 

ტკბილი კარტოფილი

 

ჭარხალი

 

მარცვლეულის ფაფა (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია. ფეტვი)

 

თუ გაწუხებთ თირკმლის კენჭები, ან გსურთ რომ არ გქონდეთ, შეეცადეთ ესენი არ დაამარილოთ. მაგრამ თუ გიყვართ, შეეცადეთ, ეს საკვები ყველთან ერთად მიიღოთ. ყველიც ბევრ კალციუმს შეიცავს, მაგრამ სანამ ოქსალატი ჩვენს სხეულში შეიწოვება, მანამდე ნაწლავებში უერთდება კალციუმს და ნაწლავებში მიიღება კალციუმისა და ოქსალატის კენჭები და ამ გზით, მათ ჩვეულებრივად დაკარგავთ.

 

 

 

დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ რომ კენჭები არ დაგემართოთ, ყველით მდიდარი საკვები მიიღეთ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი