logo_geo
უმოქმედო ტაძარში უცნობმა პირმა საცხოვრებელი მოაწყო – ვანდალიზმი წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში
- +

10 მარტი. 2021. 18:47

 

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფ. ახატნის მცირე ეკლესიაში, რომელიც ამჟამად მოქმედი არაა, უცნობმა პირმა საცხოვრებელი მოაწყო. ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს.

 

„თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფ. ახატნის მცირე ეკლესიაში ხდება. კომპლექსში ორი ეკლესიაა, არცერთია მოქმედი, მცირე ეკლესიაში (ფოტოზე მარცხნივაა) კი, ვიღაცამ საცხოვრებელი მოიწყო“, – წერს დეკანოზი ილია.

 

დეკანოზ ილიას თქმით, ფოტოები 2021 წელსაა გადაღებული. უცნობია, ვინაა შესახლებული მიტოვებულ ტაძარში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი