logo_geo
გიორგი ფხაკაძე: თუ ეს წამლები მიიღეთ, არ უნდა აიცრათ,მეგი არის გმირი და მას ჯილდო უნდა გადაეცეს მამაცობისთვის
- +

20 მარტი. 2021. 00:27

 

გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ემოციურად გამოეხმაურა. ამ ტრაგედიაში ,,ასტრა ზენეკას” კი არა, იმ ადამიანებს ადანაშაულებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული. ის ,,სარკესთან” ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ლაპარაკობდა, რომ საქართველომ ვაქცინაციის გეგმა კი არა, სადღეგრძელო წარადგინა.

 

-შეგეძლოთ ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ არ გააკეთეთ, – ამბობს და იმ 82 ექსპერტის სიის გამოქვეყნებას ითხოვს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ.

 

-მეგი ბაქრაძე უნდა დაკრძალონ, როგორც გმირი და გადაეცეს ჯილდო მამაცობისთვის, – ამბობს ფხაკაძე და კომპენსაციაზეც საუბრობს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს უნდა გადაეცეს და სვამს კითხვას, რა კომპენსაციის პაკეტია საქართველოში. ის ითხოვს იმ დოკუმენტის გასაჯაროებასაც, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სადაც წერია, რომ აცრის გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს და არა – მწარმოებელი.

 

-არ უნდა იქნას გამოყენებული ,,ასტრაზენეკა” 55 წლამდეხომ გემუდარებოდით, გააჩერეთ, გვაცალთ პარასკევამდე-მეთქი, ხომ გადარჩებოდა ეს ადამიანი….

 

რეკომენდაცია: ორი დღით ადრე ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ, აცრის მერე ორი კვირა ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ. სასურველია მეორე დოზამდე. არსებობს წამლების ჩამონათვალი, რომლებიც ორი კვირით ადრე არ უნდა გქონდეთ დალეული. თუკი ეს წამლები მიიღეთ, არ უნდა აიცრათ. ეს იციან ექიმებმა და ,,გუგლშიცხრილიც არსებობს.

 

აცრის მერე 15 წუთი არის მნიშვნელოვანი და დარჩით დაწესებულებაში. თუ რამე ცვლილება იგრძენით, მაშინვე  შეატყობინეთ. 45  წუთი დაწესებულებიდან არ გამოხვიდეთ. თუ არაფერი იქნა, 99 პროცენტით კარგად გაიარეთ. მერე შეიძლება გქონდეთ სიცხე, მაგრამ ეს ნორმალურია. თუ სიცხე გახანგრძლივდა, დაუკავშირდით ექიმს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი