logo_geo
მაკო კვიტაიშვილი დაოჯახდა და შვილს ელოდება
- +

24 მარტი. 2021. 02:23

 

 

 

მომღერალი და ტელეწამყვანი, მაკო კვიტაიშვილი ორსულადაა. ის მალე დედა გახდება.

 

მან სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა და სიახლეების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

 

„ბავშვს ოთხ თვეში ველოდებით… მივხვდი, რომ ამ ამპლუისთვის მზად ვარ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. შინაგანი მზაობა ასეთ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა. ქალისთვის ფეხმძიმობის პერიოდი რთულია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველაზე პოზიტიური განწყობა მაქვს. ძალიან უპრეტენზიო ორსული ვარ, არაფერი მაწუხებს, მხოლოდ მუცელი მეზრდება და ნელ-ნელა წონაში ვიმატებ…“- ამბობს მაკო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი