logo_geo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ინტერნეტით ფალსიფიცირებული ვაქცინების გაყიდვის შესახებ აფრთხილებს. ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარეობს ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაცია. ჯანმო ყველას მო
- +

27 მარტი. 2021. 12:20

 

 

გა­მორ­ჩე­უ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რე, შე­სა­შუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მე­ტის­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი - ასე ახასიათებენ ქართველ თვითნასწავლ ვირტუოზ გიტარისტს, თემურ ყვითელაშვილს.

 

მისი მუსიკა მოიცავს ჯაზის, როკის კლასიკური მუსიკის, პოპ-მუსიკის, ფლამენკოსა და ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს.

 

თემურ ყვითელაშვილი 1960 წლის 4 ივლისს თბილისში ქართველი ებრაელების, პავლე ყვითელაშვილისა და ციალა პალტაგაშვილის ოჯახში დაიბადა. თემური გიტარით ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში დაინტერესდა. გიტარის პირველი გაკვეთილები ძმისგან მიიღო, რომელმაც რამდენიმე აკორდი შეასწავლა მას, ხოლო შემდგომში დაკვრას სრულიად დამოუკიდებლად ეუფლებოდა. მასზე გავლენა ისეთ შემსრულებლებს მოუხდენიათ, როგორებიცაა Deep Purple, Led Zeppelin და ჯიმი ჰენდრიქსი.

 

თემურ ყვითელაშვილის გზა წარმატებისკენ

 

„მამა 1977 წელს გარ­და­მეც­ვა­ლა. „ძლი­ე­რი ზურ­გი“ არას­დროს მქო­ნია და არც არა­ვის წა­უკ­რავს ჩემ­თვის ხელი. თა­ნაც, ჩემი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვთხოვ­დი. ამი­ტომ ჩემი პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის მხო­ლოდ ჩემი იყო და არა­ვის ვახ­ვევ­დი თავს. სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით კი ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე, რისი მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და, დღე­საც ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ. ჩემი ცხოვ­რე­ბა, ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. ბუ­ნე­ბი­თაც ბევ­რის­გან გან­ვსხვავ­დე­ბი - დის­ციპ­ლი­ნის კაცი ვარ და ის გა­რე­მო მიყ­ვარს, სა­დაც წეს­რი­გია, სა­დაც სი­ტყვა - სი­ტყვაა, სა­დაც არა­ვინ აგ­ვი­ა­ნებს და ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს; სა­დაც ერ­თგუ­ლე­ბაა - მოკ­ლედ, ვიდ­რე სცე­ნამ­დე მი­ვალთ, ჯერ სხვა პრინ­ცი­პებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ და მერე ვლა­პა­რა­კობ მუ­სი­კა­ზე; ჯერ თე­მუ­რი ვარ და მერე - გი­ტა­რის­ტი. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე და კი­დევ იმ­დენს დავ­კარ­გავ, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. რა ვქნა, ვე­რა­ვის ახი­რე­ბებს ვერ ავი­ტან! ვა­კონ­ტრო­ლებ სა­კუ­თარ თავს და ვცდი­ლობ, მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა არ და­ვარ­ღვიო, ვინ­მეს არა­ფე­რი გა­ვუ­ფუ­ჭო და დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ვუქ­მნა. ჰოდა, არ მეს­მის, სხვამ რა­ტომ უნდა გა­მი­ფუ­ჭოს რამე? იმას არ ვამ­ბობ, - გვერ­დით არა­ვინ დამ­დგო­მია-მეთ­ქი, - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და არი­ან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ რა­საც მი­ვაღ­წიე, მა­ინც სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბით. სხვი­სი არ ვიცი და ჩემ­თვის ფა­სე­უ­ლია, სა­კუ­თა­რი შრო­მით, წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­თა და პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით ამ­დენს რომ მი­აღ­წევ, მაგ­რამ შენ­მა პრინ­ცი­პებ­მა არა­ვის უნდა ავ­ნოს. თუ რა­მეს აკე­თებ, კარ­გად უნდა გა­ა­კე­თო, თუ არა და, სა­ერ­თოდ არ უნდა გა­ა­კე­თო“, - ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ყვითელაშვილი.

 

 

თემურ ყვითელაშვილის გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნო­ბის ამ­ბა­ვი

 

„ამა­ზე იშ­ვი­­თად ვსა­უბ­რობ - რა­საც მი­ვაღ­წიე, იმ წარ­მა­ტე­ბე­ბის ფონ­ზე გი­ნე­სი რა მო­სა­ტა­ნია?! თუმ­ცა ამ რე­კორდმა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა ჩემი დის­ციპ­ლი­ნა, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა, იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის მა­რა­გი და სხვა. ეს სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა არ იყო, ეს იყო მა­რა­თო­ნი, რო­მელ­საც ციმ­ბი­რის ქა­ლაქ ან­გარ­სკში მცხოვ­რებ­მა ჩემ­მა დიდ­მა მე­გო­ბარ­მა - და­ვით ტა­ტუ­ლაშ­ვილ­მა „გი­ნე­სის“ სახე მის­ცა - მან­ვე და­­ფი­ნან­სა და ინ­გლი­სი­დან დამ­კვირ­ვებ­ლე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა. 30 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვუკ­რავ­დი და სა­ათ­ში მხო­ლოდ 3 წუთს შე­მეძ­ლო შე­მეს­ვე­ნა, ამ დრო­ში კი ვე­რა­ფერს მო­ას­წრებ­დი ადა­მი­­ნი. 4 სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრა­ზაც კი არ უნდა გა­მე­­რე­ბუ­ლი­ყო. მე ეს შევ­ძე­ლი და თა­ნაც - მა­ღალ დო­ნე­ზე. და­ვამ­ტკი­ცე, რომ ადა­მი­­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვა­რი არ აქვს. მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე ამ­დგა­რი მიკ­რავ­და ტაშს, ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ სა­ხე­ლო­ბი­თი გი­ტა­რაც გად­მომ­ცა, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა კი ჩემს პა­ტივ­სა­ცე­მად დიდი წვე­­ლე­ბა გა­მარ­თა. მე­­რე დი­ლით, ვი­თომ 33 სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არც და­მიკ­რავს, ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ, დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­ვიღ­ვი­ძე და ამი­თაც ყვე­ლა გა­ვა­ოგ­ნე, ხოლო ირ­კუტსკი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მოვფრი­ნავ­დი, მთე­ლი 6 სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რე­ბი ავ­ტოგ­რაფს მარ­თმევ­დნენ“, - იხსენებდა მუსიკოსი.

 

თემურ ყვითელაშვილის ყველა ჯილდო

 

საერთო ჯამში, ყვითელაშვილს გამოცემული აქვს 9 სოლო-ალბომი. მის მიერ შესრულებული რამდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიოკრებულებში. თემურ ყვითელაშვილი სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ტიტულოვანი გიტარისტი იყო საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი 1998 წელს მიანიჭეს, თბილისის საპატიო მოქალაქობა კი - 2013-ში. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის რეკორდსმენი 2004 წელს გახდა. 1994 წელს ჰოლივუდში გამართულ გიტარისტთა კონკურსზე მუსიკოსმა ალან ჰოლდსუორთმა ყვითელაშვილი ფიუჟენის ნომინაციაში წლის საუკეთესო გიტარისტად დაასახელა. 1996 წელს იგი საქართველოს წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად დაასახელეს. 1998 წელს საგიტარო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისა და მუსიკის სფეროში დამსახურებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2013 წელს თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭა. 2018 წელს ისრაელის სახელმწიფოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, ხოლო 2019 წელს — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

 

თემურ ყვითელაშვილის ოჯახი და შვილები

 

„ჩემი მე­უღ­ლე - ლანა ფელდმანი ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნაა. ცო­ლად რომ შე­ვირ­თე, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ბა­ლე­რი­ნა იყო. ჩემ­თვის ხელი რომ შე­ე­წყო ლა­ნამ, სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა დათ­მო. ახლა დი­ა­სახ­ლი­სია და მეც და შვი­ლებ­საც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. ორი შვი­ლი გვყავს - მაია და თე­მუ­რი. ვოც­ნე­ბობ­დი, ბავ­შვე­ბი უპირ­ვე­ლე­სად, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. მა­ი­ამ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გი ად­ვო­კა­ტი გა­მო­ვა, თე­მუ­რი კი... კა­რა­ტის­ტია და მე რომ ახალ­ცი­ხის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მა­ნი­ჭეს, სწო­რედ მა­შინ, მან იე­რუ­სა­ლი­მი­დან, მა­კა­ბი­ა­დის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლი ჩა­მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს“, - იხსენებდა თემურ ყვითელაშვილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი