logo_geo
ანჩიხხატი მუზეუმიდან ტაძარში დაბრუნდება
- +

27 მარტი. 2021. 23:39

 

 

მე-6 საუკუნეში შექმნილ მაცხოვრის ხატს მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიაში დააბრუნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს.

 

“ფორმულას” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2018 წელს მოხდა, რასაც საპატრიარქოს მიერ მაშინდელი კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ადასტურებს, რომელსაც ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს: “სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ანჩისხატის ხატი, როგორც მორწმუნეთათვის უდიდესი სიწმინდე, ეროვნული მუზეუმიდან უნდა გადმობრძანდეს და ბინა დაიდოს ტაძარში”.

 

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ამბობს, რომ გერმანული კომპანია ზენერ-ის მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური ვიტრინა აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც ხატის უსაფრთხოდ განთავსებისთვისაა საჭირო. ვიტრინის შესაქმნელად გამოყენებულია სილატეკის მინა.

 

უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია ხატის მუზეუმიდან ეკლესიაში გადატანას თავად უზრუნველყოფს და ამის სპეციალურ დაცულ გადასატან კიოტს შექმნის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი