logo_geo
მეუფე სტეფანე: ცრუ პეტრეს განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაში
- +

28 მარტი. 2021. 02:37

 

„ვაცხადებ საქვეყნოდ, მე ვიწყებ ბრძოლას განხეთქილების მომწყობთა წინააღმდეგ“, – ამის შესახებ მეუფე სტეფანემ წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

 

მეუფე სტეფანეს თქმით, ის დაუმორჩლებლობას და ეკლესიის გახლეჩის მცდელობას არ დაუშვებს.

 

“ცრუ პეტრეს განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაში.  არის მოწოდება სამღვდელოებისადმი, რომ არ დაემორჩილოს ეკლესიას, არ დაემორჩლოს წმინდა სინოდს და მის განჩინებებს, არ დაემორჩილოს ეკლესიის მიერ ხელდასმულ ადამიანებს.

 

ვაცხადებ საქვეყნოდ, მე ვიწყებ ბრძოლას განხეთქილების მომწყობთა წინააღმდეგ.

 

მთელი საქართველო აღშფოთებულია, ვინმემ რომ  გაბედოს  საქართელოში განხეთქილების შემოტანა, მე შევეწირები ამ ამბავს და არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში.  საქართელოს ეკლესიის გახლეჩის მცდელობას ყოველნაირად შევეწინააღმდეგები.

 

მე მოვუწოდებ ყველა სასულიერო პირს, დროულად დაინახონ რის წინაშე დგანან, ეს უკვე უფსკრულია.

 

განხეთქილების მოწყობა შეწყნარებას არ იმსახურებს. ერთი კვირის ვადა აქვთ სასულიერო პირებს, რომ დასრულდეს ეს მათი უაზრო მოქმედებები.  ეს არის ბოლო გაფრთხილება. ვაცხადებ  საქვეყნოდ.

 

აქ არის ჭყონდიდის ეპარქია, გიორგი ჭყონდიდელი არის ამ ეპარქიის მფარველი, ყოვლადწმინდა ღვთისმღობლის და დავით აღმაშენებლის  შემწეობით გავატარებთ იმას რაც საჭიროა ამ ეპარქიაში სულიერი აღორძინებისთვის. არ დავუშვებ, რომ მგლების ხელში ჩავარდეს ფარა უფლისა.

 

ეს არის ჩემი სიტყვა, ღვთისმმშობლის წინაშე თქმული და ამ სიტყვას ბოლომდე გავიტან”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი