logo_geo
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებთან, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ადგილების დამატებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს
- +

31 მარტი. 2021. 15:34

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამცრელ კლინიკებთან მიმდინარეობს მუშაობა ადგილების დამატებასთან დაკავშირებით. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ფაიზერის“ 10 ათასზე მეტი დოზა დაიჯავშნა.

 

„ჩვენ ვმუშაობთ ამცრელ კლინიკებთან. მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ ვაქცინაცია მხოლოდ 6 კლინიკაში ტარდება, რადგან კონტროლი და ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგი უფრო მკაცრად არის საჭირო. მიმდინარე პერიოდში შევეცდებით კლინიკებთან დავაზუსტოთ, თუ ექნებათ მათ დამატებითი ადგილების გახსნის შესაძლებლობა, რადგან 15 აპრილამდეც შესაძლებელი იყოს კიდევ გარკვეული ადგილების მობილიზება იმავე კლინიკებში, რომლებიც „ფაიზერის" პროცესში მონაწილეობენ.

 

კვირის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ამ მიმართულებით მუშაობას. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით თბილისში ყველა ადგილი მეტად დაიჯავშნა, რეგიონებში ბევრი თავისუფალი ადგილია. 5 კლინიკასთან ვმუშაობთ, რომ დაემატოს „ასტრაზენეკას“ ადგილები“,- აცხადებს გაბუნია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი