logo_geo
შესაძლოა, ამის გამო უფულოდ დარჩეთ - ახალი თაღლითური სქემა
- +

31 მარტი. 2021. 16:46

 

 

ახალი თაღლითური სქემის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ანგარიშზე თანხა აქვთ, თაღლითები ეუფლებიან.

 

საქმე იმაშია, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ, თითქოს ყოველი მეოცე ადამიანი გათამაშებაში მობილურ ტელეფონს – Iphone 11-ს მოიგებს.

 

იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანს გაუმართლებს და მეოცე მომხმარებელი აღმოჩნდება, გათამაშებაში მონაწილეობისთვის თავიანთი პერსონალური მონაცემები შეჰყავთ. მათ შორის ინტერნეტ ბანკში შესასვლელად ინდივიდუალურად მინიჭებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

 

თაღლითები ამ გზით მოქალაქეების ინტერნეტ ბანკზე წვდომის საშუალებას იღებენ და ანგარიშზე არსებულ თანხას ეუფლებიან.

 

„თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ეს მორიგი თაღლითური სქემაა და ბანკი ამ გვერდის გაუქმებაზე მუშაობს.

 

„ეს მორიგი თაღლითური სქემაა, რომელიც დროდადრო ჩნდება ხოლმე. ახლა, ბანკში სპეციალისტები იმ ვებ-გვერდის გაუქმებაზე, დარეპორტებაზე მუშაობენ, რომლიდანაც მომხმარებლებს ვითომ ამ გათამაშების შეთავაზება მისდით.

 

მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებლები ინფორმირებულები იყვნენ უსაფრთხოების ნაწილში და გვინდა, მოვუწოდოთ მათ, რომ არ წამოეგონ ამ ან სხვა შეთავაზებას და პერსონალური მონაცემები არ გაასაჯაროონ“, – აცხადებენ „თიბის

წყარო : wyaro
big_banner
არქივი