logo_geo
„მონიკა ბელუჩი აფხაზეთში გადაღებულ ფილმში ითამაშებს“ – კუსტურიცა დეტალებზე საუბრობს
- +

1 აპრილი. 2021. 13:54

 

 

ეროვნებით სერბი, პრორუსი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება, ამჯერად აფხაზეთში. ამის შესახებ რეჟისორი რუსულ მედიასთან საუბრობს.

 

მისი თქმით, ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი ითამაშებს.

 

რეჟისორი ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი ინტერნაციონალური იქნება. კუსტურიცა ამბობს, რომ ფილმს აფხაზი მსახიობების მონაწილეობით იღებს, მაგრამ მთავარ როლს შეასრულებს სლავკო შტიმაცი, რომელიც ცნობილია ფილმებით „მიწისქვეშა“ და „ცხოვრება სასწაულს ჰგავს“.

 

მისივე თქმით, ფილმში ითამაშებს მონიკა ბელუჩი. კუსტურიცა აღნიშნავს, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ კორონავირუსის გამო შეზღუდვების პრობლემა გვაქვს. გადამღები ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაფრინავს. უკიდურესად რთულია ყველა ლოჯისტიკის უზრუნველყოფა, ყველა მომენტის მოგვარება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას შეეძლება დაგვეხმაროს“, - თქვა კუსტურიცამ.

 

ცნობილია, რომ აფხაზეთში ჩასვლამდე გადამღები ჯგუფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტოსაგარეო საქმეთა სამინისტრომ Sputnik-ს განუცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ რეჟისორის ინიციატივას და მზად არიან, დაეხმარონ აფხაზეთში ფილმის გადაღების ორგანიზებაში, ასევე თხოვნები გაუგზავნონ რუსეთის საგარეო უწყებას, რომ გადამღებმა ჯგუფმა თავისუფლად შეძლოს რუსეთში შესვლა და საზღვრის გადაკვეთა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი