logo_geo
წაქეზება - „როდის თხოვდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი?“ - დასჯადი გახდება
- +

1 აპრილი. 2021. 13:57

 

 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმული მომაბეზრებელი ფრაზები დასჯადი გახდება.

 

კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქორწინების იძულება ისედაც დასჯადი ქმედებაა, თუმცა ახალ კანონში უფრო ნათლად იქნება გაწერილი თუ რას გულისხმობს ტერმინი იძულება.

 

„ქორწინებასთან დაკავშირებით, მომაბეზრებელ ხასიათს შეგონებები - „დროა უკვე დრო, გათხოვდი რას ელოდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი? აგვიანებ ძალიან“, „შენ კიდე მარტო დაიარები? სანამდე უნდა იარო ასე?“ - ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზების ავტორი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უნდა დაისაჯოს, რადგან კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნებმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი შინაარსის ფრაზები, უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებსა და ზოგადად სოციუმზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

რაც შეეხება აღსრულების საკითხს, ამ ნაწილში სამართალდამცველები ჩაერთვებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი