logo_geo
„9 თვის განმავლობაში ბავშვს მუცლით ისე ვატარებდი, წარმოდგენაც არ მქონდა“ – 19 წლის გოგოს უცნაური ამბავი
- +

2 აპრილი. 2021. 15:07

 

 

შოტლანდიაში მცხოვრებ 19 წლის სიობჰან ბუჩანანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ორსულად იყო მანამდე, სანამ ერთ დღესაც მშობიარობა მოულოდნელად დაეწყებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „The Sun“ ავრცელებს.

 

სიობჰანი ამბობს, რომ მას არც მუცელი გაზრდია და ციკლიც ყოველთვიურად მოსდიოდა, ამიტომ ვერ წარმოიდგენდა, რომ ორსულად იყო.

 

„მუცელი არ გამზრდია, ციკლიც ჩვეულებრივად მქონდა. 9 თვის განმავლობაში ბავშვს მუცლით ისე ვატარებდი, წარმოდგენაც არ მქონდა. სახის კანი შემეცვალა და დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ორსულებს სჩვევიათ ასე. ორსულობის ტესტი რამდენჯერმე გავიკეთე, მაგრამ პასუხი უარყოფითი იყო“,- ამბობს სიობჰანი.

 

ერთ დღესაც მას წელის საშინელი ტკივილები დაეწყო.

 

„წელი საშინლად მტკიოდა. მშობლებს დავუძახე და ვუთხარი, რომ საავადმყოფოში უნდა წავეყვანე, რადგან რაღაც რიგზე არ იყო. ჩემდა გასაკვირად, ექიმებმა სამშობიარო განყოფილებაში გადამიყვანეს. ცოტა ხანში კი ვიმშობიარე. ექიმმა ამიხსნა, რომ ბავშვი ზურგშექცევით იწვა და ამიტომ მუცელი არ გამზრდია“,- იხსენებს ის.

 

სიობჰანმა შვილს ოსკარი დაარქვა, ახლა ბავშვი 23 თვისაა. ის სრულიად ჯანმრთელია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი