logo_geo
სურამში მორაგბეებმა, ადგილობრივებმა და მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია ჩატარეს
- +

17 აპრილი. 2017. 21:01



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით რამოდენიმე ტურისტული ობიექტი დასუფთავდა, მათ შორის სურამის ციხე, ბაიანთხევის ტყე, ზინდისის ტყე, ლესია უკრაინკას მუზეუმისა და კვირაცხოვლობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები.


აქციაში მონაწილეობა 200 მდე ადგილობრივმა მიიღო, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა და მორაგბეებმა. დასუფთავების ბოლოს 450 ზე მეტი პარკი ნაგავი შეგროვდა. მსგავსი აქციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.



 

big_banner
არქივი