ხანძარი იყო ქობულეთში. სოფელ გვარაში ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა და თხილის ბაღზე გადავიდა.
ცეცხლმა ნარგავების დიდი ნაწილი გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფი მუშაობს და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.