logo_geo
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 5 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა
- +

7 აპრილი. 2021. 20:25

 

ხანძარი იყო ქობულეთში. სოფელ გვარაში ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა და თხილის ბაღზე გადავიდა.

 

ცეცხლმა ნარგავების დიდი ნაწილი გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფი მუშაობს და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

big_banner
არქივი