logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა
- +

8 აპრილი. 2021. 11:31

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა. NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრაზე. მხარეებმა თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ცენტრთან თანამშრომლობით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაარსდა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

 

big_banner
არქივი