logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი
- +

11 აპრილი. 2021. 10:50

 

 

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 878, პისიარ-ტესტით – 7 945.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 298 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 309 პირი.

 

ამასთან, 10 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი