logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: პროფესიონალების შეფასებას პროფესიონალიზმი სჭირდება...
- +

18 აპრილი. 2017. 02:41



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გამოეხმაურა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის „რუსთავი 2" -ის ეთერით გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავაშრებით, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" GDS-ის ყოფილი ჟურნალისტები იმიტომ კი არ დასაქმდნენ, რომ ისინი პროფესიონალები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი GDS-ში მუშაობდნენ. ვასილ მაღლაფერიძე „აიპრესთან" აცხადებს, რომ პროფესიონალების შეფასებას პროფესიონლიზმი სჭირდება.


ვასილ მაღლაფერიძე: პროფესიონალების შეფასებას თვითონ სჭირდება პროფესიონალიზმი. მე არ ვიცნობ და არ ვიცი რითი დასტურდება ამ ქალბატონის პროფეიონალიზმი , მას რამდენად აქვს კვალიფიკაცია შეაფასოს სხვისი პროფსიონალიზმი. მეორეა,  რამდენად არის მისი განსჯის სფერო, რომელი მედიასაშუალება როგორ მოიქცევა. ჩვენ ვამბობთ რომ ნებისმიერი ჩვენი საქციელი ეტევა არა მარტო კანონის სფეროში, არამედ ეს გამომდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან გადმოვიდნენ არა მარტო ჯიდიესიდან, არამედ სხვა ტელევიზიებიდან, და არა მარტო ტელევიზიებიდან ინტერნეტ გამოცემებიდანაც.


ეს პროცები გაგრძელდება მომავალშიც. აბა ჩვენ ქარხნიდან და ფაბრიკებიდან ვერ მოვიყვანთ ხალხს, ცხადია რომ მედიასაშუელებებიდან მოვიყვანთ, ისევე როგორც ჩვენგან გადავლენ სხვა მედიასაშუელებებში, ეს არის ბუნებრივი პროცესი.


მე მათ მინდა ვუპსუხო, რასაკვირველია ყოველთვის ავარჩევ პროფესიონალიზმის ნიშნით და არა ფეისბუქზე გამოთქმული სტატუსებით. პროფესიონალების შერჩევას ვიწყებთ იქედან, ვის რა გაუკეთებია. სანამ ჟურნალისტურ პრაქტიკაზე საუბარს დავიწყებთ, მანამდე ჩავხედოთ ხოლმე ვის რა აქვს გაკეთებული ჟურნალისტიკაში და რა დამსახურება მიუძღვის და რამდენად აქვს მას მჭახე განცხადებების უფლება.


- სოციალურ ქსელში კამათისას, ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან დაისვა ასეთი კითხვაც: იქნებ მეც მინდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობის დაწყება, რატომ არ უნდა მომეცეს შანსიო. ლოგიკურიცაა ეს კითხვა, რა პასუხი გაქვთ ამაზე?




- მე ძალიან ყურადღებით ვუყურებ ამ სიტუციას, მეტსაც გეტყვით იმ სხვადასხვა მედიების წარმომადგენელ ჟურნალისტებს ზოგს ჩვენ შევთავაზეთ და ზოგმა თვითონ შემოგვთავაზა. ასეთი პროცესი მუდმივია. ეს არის ყოველთვის მლაპარაკებეეის და მიზანშეწონილობის საკითხიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს არის ღია პროცესი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს.


ვიცი რომ სამშაბათსაც აქვთ მოლაპარაკებები, ოთხშაბათსაც აქვთ მოლაპარაკება, მეც მაქვს მოლაპარაკება, არ დავმალავ და ზოგი ცნობადი სახეა, ზოგი ნაკლებად ცნობადი, მაგრამ პროფესიონალი. ჩვენ ცხადია ვემზადებით ახალი სეზონისთვის და ვცდილობთ, რომ ყველა ის საუკეთესო კადრი მოვიდეს ჩვენთან. მე მესმის, რომ ყველას ძალიან უნდა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მუშაობის დაწყება, რაც ძალიან გვახარებს. ეს პროცესი ახალია.  ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ იყო  ასე მოთხოვანადი. ეს გარკვეულწილად უკვე გაწეული მუშაობის  შედეგია.


„საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდება ძალიან მალე ძალიან პრესტიჟული მედიასაშუალება. ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება. ჩვენ ერთ ნაბიჯს არ ვდგამთ ისე, რომ ეს არ იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული და გამჭვირვალე. საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს ყოფილა ასეთი ყურადღების ცენტრში როგორც დღეს.  ჩვენთან მოვლენ პროფეიონალიზმის ნიშნით და  ვისაც უნდა აგადმოსვლა, შეგვიძლია ეს საკითხი, ისევე როგორც სხვებათან დაკავშირებული,  განვიხილოთ ინდივიდუალურად.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი