logo_geo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში მასობრივი აცრები, დიდი ალბათობით, ივლისში დაიწყება
- +

12 აპრილი. 2021. 14:52

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, ივლისში დაიწყება.

 

მისივე თქმით, მასობრივი აცრებისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზებია საჭირო.

 

„ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, გაუარესებულია და რთულდება. დღესდღეობით გვაქვს ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა, დაიწყოს მასობრივი გავრცელება. საჭიროა, ქვეყანაში ყოველდღიურად 3-დან 4000-მდე ადამიანი აიცრას. ქვეყანაში მასობრივი აცრები, დიდი ალბათობით, ივლისში დაიწყება, როდესაც შესაბამისი დოზები გვექნება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი