logo_geo
ნინო ლაცაბიძე: მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ
- +

12 აპრილი. 2021. 20:03

 

„რუსთავში მთავრობის გადაწყვეტილებით 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად -1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, თუმცა, ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ. ამ ოჯახებსაც აუცილებლად მოვუგვარებთ ამ საკითხს. მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ.

 

მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული, რომ შემდგომშიც მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, ეს ადამიანები წლებია ცხოვრობენ. მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ”, - განაცხადა ლაცაბიძემ.

big_banner
არქივი