logo_geo
მეუფე იაკობი: იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა, თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ...
- +

18 აპრილი. 2017. 16:39



პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მკვლელობა ნამდვილად იგეგმებოდა. ამის შესახებ მეუფე იაკობმა დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს, ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ღმერთმა ქვეყანა ამ მძიმე დანაშაულისა და განსაცდელისგან იხსნა.


„უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმფცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი. მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსოლუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 


 

big_banner
არქივი