logo_geo
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო
- +

17 აპრილი. 2021. 18:53

 

 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს - „ძალადობა ბავშვთა სახლში“ ეხმიანება.

 

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება გვქონდა და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ჩატარდა. აღნიშნული საქმის შესწავლა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო, მოხდა სოციალური მუშაკის ჩართვა, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 

ამასთან, განმარტავენ, რომ სააგენტო და შესაბამისი უწყებები კოჯრის ბავშვთა სახლის მონიტორინგს პერიოდულად ატარებენ.

 

„მსგავსი დარღვევის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ დაფიქსირებულა. პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა წარმოადგენს სააგენტოს ინტერესს. პროცესის გამჭვირვალობისა და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავდროულად, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია დროული მოკვლევა, დაინტერესებულია გამოავლინოს ნებისმიერი დარღვევა და მის დაქვემდევარებაში არსებულ დაწესებულებებში მსგავს ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირება ჰქონდეს,“ - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი