logo_geo
ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებს ხვალიდან მიიღებს
- +

17 აპრილი. 2021. 19:14

 

 

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი მგზავრებისთვის ხვალ გაიხსნება.

 

განახლებულ აეროპორტში ორი ტერმინალი გაერთიანდა. ფუნქციონირებს მოფრენისა და გაფრენის დარბაზები.

 

განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და საათში 1 200 მგზავრის გატარებას შეძლებს.

 

მოწყობილია 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი baggage drop off იქნება. მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხევაში, ბარგის ჩაბარებას თავად შეძლებენ. მოწყობილია ე.წ. მწვანე გადახურვის ტერასა.

 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი არქიტექტურული კომპანია UN STUDIO -ს მიერ არის შესრულებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი