logo_geo
გია სურამელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის გუშინ, ღუდუშაურის კლინიკაში გულის მწვავე ტკივილით შეიყვანეს.
- +

17 აპრილი. 2021. 20:09

 

 

მომღერლის პროდიუსერმა, ესმა ჩხაიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ახლა, გია სურამელაშვილი სახლშია და ექიმების დახმარებით ის თავს უკეთ გრძნობს.

 

“გია ახლა, კარგადაა, ექიმების ძალიან დიდი ყურადღების და დახმარების წყალობით, ის ახლა სახლშია, კლინიკაში გულის შეტევით გადავიყვანეთ.

 

მოსკოვში რომ დაჭრეს, იმის მერე სულ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, გული მას შემდეგ აწუხებს, რამდენიმე დღის წინ იყო მედიკოსთან და ახლახანს ასე დაემართა…

 

ყველას დიდ მადლობას გიხდით გიას სახელით, რომ მას გულშემატკივრობთ“, – ამბობს ესმა ჩხაიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი