logo_geo
ლევან ხურცია: მოხსნა ყველა როლიდან ეს დამღუპველია ყველა მსახიობისთვის
- +

18 აპრილი. 2021. 01:58

 

 

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია ამბობს, რომ თეატრმა ბესო ზანგურის მიმართ მაქსიმალური ზომები გამოიყენა და ყველა როლიდან მოხსნა.

 

„ჩემი აზრით, თეატრმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. ეს ადამიანი მოძალადეა თუ არა ეს სხვამ უნდა გაარკვიოს, ეს ჩვენი გასარკვევი არაა, მოხსნა ყველა როლიდან ეს დამღუპველია ყველა მსახიობისთვის, მეტი რა გავაკეთოთ ამ ეტაპისთვის ჩვენ?!“ – ამბობს ლევან ხურცია.

 

შეგახსენებთ, რომ ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური ყველა როლიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც ულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.

 

 

big_banner
არქივი