logo_geo
თეა წულუკიანი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა
- +

18 აპრილი. 2021. 10:28

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრები სამინისტროს გამგებლობის ფარგლებში მოქმედ ორგანიზაციებთან გრძელდება. შეხვედრა ამჯერად თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელობასთან გაიმართა, – ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობას გააცნო სამინისტროს ხედვა სახელმწიფოს მიერ თეატრების დაფინანსების საკითხზე, რაც გულისხმობს იმას, რომ დროსთან ერთად თეატრები უნდა გადავიდნენ მართვის ისეთ მოდელზე, რომ სრულად თუ არა, დიდწილად მაინც შეეძლოთ საკუთარი ხარჯების უზრუნველყოფა მათივე შემოსავლებით.

 

„მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ცხადია, სახელმწიფო თეატრების ფინანსურ ხელშეწყობას გააგრძელებს, მაგრამ უკეთესი და ბევრად ეფექტიანი იქნება, თუკი ეს თანხები არა მაგალითად კომუნალური გადასახადების გადახდას, არამედ თეატრის, როგორც დარგის განვითარებას მოხმარდება. ამ მიზნით, თეატრის ხელმძღვანელობასაც შეეთავაზა, რომ მოცემულ საკითხზე რამდენიმე წელიწადზე გაწერილი კონცეფცია წარმოადგინოს, რომლის განხილვის შემდეგ იქნება სამოქმედო გეგმა შემუშავებული“, – აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ასევე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წინაშე მწვავედ მდგარი პრობლემები, რაც ძირითადად უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქედან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა მისი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღუთქვა თეატრს.

 

big_banner
არქივი