logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი
- +

18 აპრილი. 2021. 10:52

 

 

საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარ-ტესტით – 8 625.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,35 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 915  გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში სულ აცრილია – 29 184 პირი, დღიურად აცრილია – 1 530 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმშია 310, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 982 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 439 პირი.

 

ამასთან, 17 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი.

 

big_banner
არქივი