logo_geo
თავდაცვის მინისტრმა ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოინახულა
- +

18 აპრილი. 2021. 14:24

 

თავდაცვის მინისტრი ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

 

განახლებულ საცხოვრებელ შენობასა და სპორტულ დარბაზში დასრულებულია სიმულაციის, შტაბისა და ადმინისტრაციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა ლიცეუმს ახალი სიმულაციური ლაზერული საშუალებებიც შეემატა. სასწავლო კლასები კი ახალი სმარტ დაფებით ერთ თვეში აღიჭურვება. დაგეგმილია მშობელთა მოსაცდელი სივრცისა და ახალი სამრეცხაოს მოწყობაც.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტების სასწავლო პროცესიც მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გოგონა კადეტებისთვის აშენდება ახალი ყაზარმა, ბიბლიოთეკა და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. 2021 წელს კადეტებს ახალ სასწავლო წელს განახლებულ ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები დახვდებათ.

 

big_banner
არქივი