logo_geo
მსახიობი ირაკლი ჭანტურია გარდაიცვალა
- +

18 აპრილი. 2021. 19:38

 

 

ქართველი მსახიობი ირაკლი ჭანტურია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობას უცხოეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

 

ირაკლი ჭანტურიას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი ფილმიდან „სანამ წვიმა გადაივლიდეს – ძველი ვალსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ მედეა ჯაფარიძე და თენგიზ არჩვაძე. ის იქ მათ შვილს, გიას თამაშობდა.

 

 

big_banner
არქივი