ქართველი მსახიობი ირაკლი ჭანტურია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობას უცხოეთში გადიოდა, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.
ირაკლი ჭანტურიას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი ფილმიდან „სანამ წვიმა გადაივლიდეს – ძველი ვალსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ მედეა ჯაფარიძე და თენგიზ არჩვაძე. ის იქ მათ შვილს, გიას თამაშობდა.