logo_geo
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული „სინოფარმით“ ვაქცინაცია - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
- +

27 აპრილი. 2021. 17:22

 

 

„რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული „სინოფარმით“ ვაქცინაცია ,“ - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„სინოფარმის" ვაქცინასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანია ანოტაციაშია რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. შესაბამისად ვაქცინაციის ანკეტის ჩეკლისტში დამატებითი შეკითხვები გაჩნდება. მათ შორის ჰქონია თუ არა პაციენტს ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე რთული ალერგიული რეაქცია, ასევ აქვს თუ არა პაციენტს ეპილეფსია, ან თუ მოქალაქეს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება - ასეთ შემთხვევებში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი